17 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი შემოქმედებითი ჯილდოს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.
2013 წელს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: ნატო მარშანია - წიგნისთვის „ქედუხრელი რაინდი", ტიტე მოსია - წიგნისთვის „გიორგი შარვაშიძის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობა", მანონი ბულისკერია - ლექსების კრებულისთვის „ნედლი ნამხრევი", თეიმურაზ გვანცელაძე - წიგნისთვის „აფხაზური ენა, სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება", „ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, აფხაზურ-ქართული ლექსიკონი" (2 ტომად).
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს დიპლომები და ფულადი ჯილდო 3000 ლარი გადაეცათ.
დაჯილდოვების ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.