აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 7 ივნისს გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, მე-16 რაუნდი 7 ივნისს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მიიღებს.

ქართული მხარე შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დააყენებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების, დევნილთა ღირსეული დაბრუნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.