რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილემ მანანა ანუამ თბილისში გლდანის მე-3 მიკრორაიონის მე-4ა კორპუსში, ყოფილ 134-ე ბაგა-ბაღში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს საჩუქრად საახალწლო ნობათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.
დევნილებს ასევე სტუმრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
საქველმოქმედო აქცია კომპანიების „ჯისი"-ს, კომპანია „მეგაკო"-ს და კომპანია „ბარამბო''-ს მხარდაჭერით მოეწყო.