აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამედიცინო აქცია აფხაზეთიდან დევნილებისათვის

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით გლდანის VI მ/რ-ის №110  ბაგა -ბაღში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის მრავალპროფილიანი სამედიცინო -პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა.

სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრო.

,, ბოლო პერიოდში გარკვეული სახის მძიმე დაავადებები გავრცელდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია დევნილთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება ყველა კომპაქტურ დასახლებაში, რათა საგანგაშო  სიტუაციის გამოვლენის შემთხვევაში დრულად მოხდეს მათი მკურნალობა'' - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის  ჯანდაცვის სამინისტრომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს შპს  ,,ალიანსი საქართველოსთვის'' და  შპს ,,ჯისის''  მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება  - ბავშვთა ჰიგიენური საფენები და ბავშვთა კვების პროდუქტები გადასცა.

სტატისტიკური  მონაცემებით ამ კომპაქტურ ჩასახლებაში 25 ოჯახი და 100-მდე ფიზიკური პირია რეგისტრირებული.