ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი, „ვეფხისა და მოყმის ბალადა“, გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინციატივით აფხაზეთიდან დევნილები დაესწრნენ.
სპექტაკლზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებიც.
მაყურებლები დალოცა მეუფე ესაიამ. დევნილებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში მინისტრმა ლელა გულედანმა. მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ სპექტაკლს ესწრებოდნენ დევნილები შიდა ქართლიდან, მათ შორის ნიქოზიდან, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოიწვია. და რომ, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილების დარბაზში ერთად ყოფნა საქართველოს ერთიანობის იმედის გაძლიერებას ნიშნავს.
სპექტაკლი ჟიული შარტავას დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიება „პრივატბანკ“-ის მხარდაჭერით გაიმართა.