აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ქ.სტამბულში, მიმდინარე წლის 12 იანვარს მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად მრავალი დაღუპული და დაშავებული ადამიანია.
ტერორიზმი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევათაგანია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისათვის და იმედს გამოვთქვამთ, მთელი ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევით დაძლეული იქნება ეს ბარბაროსული ქმედება - როგორც ყველაზე დიდი სენი და თვითდამკვიდრების ყველაზე არაჰუმანური საშუალება.
ამ მძიმე წუთებში, მორალურ მხარდაჭერას გამოვხატავთ თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მიმართ და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.