აბაშაში დევნილებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აბაშის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევევები ჩატარდა. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და 500-მდე დევნილმა მიიღო მონაწილეობა.

დევნილებს დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ, ასევე მათ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ინფექციონისტი და ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი მოემსახურნენ.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.