აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ რეფერალური ობიექტი გახსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (ΤΙΚΑ) ფინანსური მხარდაჭერით რეფერალური პროგრამის ფარგლებში მოქმედი ობიექტი გაიხსნა. სადაც, ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტები და მათი თანმხლები პირები განთავსდებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კუთვნილი ობიექტის სარემონტო სამუშაოები და მისი შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯით აღჭურვა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ობიექტში განთავსებულია 2 კომფორტულად მოწყობილი საძინებელი ოთახი, 7 საწოლით და საცხოვრებლად საჭირო ინვენტარის სრული კომპლექტით, როგორც ტექნიკის, ასევე თეთრეულის სახით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო. 

ობიექტის გახსნის ცერემონიას, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბატონი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი  ზაზა სოფრომაძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.