შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი ბავშვებისთვის ზეიმი გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 30 აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი „ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიას" ესტუმრა. ბავშვებისათვის სპეციალური გასართობი პროგრამა ჯამბაზებითა და სადღესასწაულო სანახაობებით გაიმართა. მოზარდებს საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან იქნა დაწესებული.