მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, სტუდენტ ახალგაზრდობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვა სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები. სულ შეხვედრაში 100-მდე სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდებს კომპანია „მაგთიკომისგან“ საჩუქრად წიგნები „საქართველო და ქართველები და „ყოველი საქართველო“ გადაეცათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, უმაღლეს სასწავლებლების ხელმძღვანელები, მეცნიერები, კულტურის, ხელოვნებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრის არტ-ჰოლის სპექტაკლი „ჰელადოსი“ (ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით).