28-29 ნოემბერს, თბილისში, სპორტსაზოგადოება „მართვეს" ძიუდოს დარბაზში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში 2001-2002, 2003-2004 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის ცხრა წონით კატეგორიაში ჩატარდა.
აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში მიზნად ისახავს ქალაქებსა და რაიონებში, ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლებში სასწავლო-სამწვრთნელო მუშაობის განვითარებას, სპორტსმენთა ოსტატობის დონის ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ძიუდოს პოპულარიზაციას, წარმატებული, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, ახალგაზრდობის აქტიურ ჩაბმას ძიუდოს სექციაში, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას.
პირველი ადგილიდ დაიკავეს აფხაზეთის წარმოამდგენლებმა ლუკა ლობჟანძემ 55 კგ. წონით კატეგორიაში და სანდრო ლოლაძემ 45 კგ. წონით კატეგორიაში.
მეორე ადგილზე კი ასევე აფხაზეთის წარმომადგენლები გიორგი ჯამბურიძე 55 კგ. წონით კატეგორიაში და საბა ოდიშვილი 35 კგ. წონით კატეგორიაში.
ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებით და დიპლომებით.
ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწერებოდა.
„დღევანდელ ტურნირს ტრადიციული ხასიათი აქვს. სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარულია. საგულისხმოა ისიც, რომ ცხრა ფინალისტიდან ხუთი აფხაზეთიდანაა, მათ შორის კი ორი ოქროს პრიზიორი გვყავს. მეორე ადგილი და ვერცხლის მედლებიც აფხაზ სპორტსმენებს ხვდათ. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან კარგი შედეგია. გარდა იმისა, რომ ჩვენი სპორტის დეპარტამენტი ძალიან ენერგიულად და სერიოზულად მუშაობს, მათთან მოქმედი სპორტის ფედერაციებიც გამოირჩევიან სპორტული ღონისძიებების ჩატარების უნარით. მათ შორის, ბუნებრივია, ვგულისხმობ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც. საზოგადოებას ახსოვს ალბათ მათი თაოსნობით ჩატარებული ფეხბურთის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, ფარიკაობის, მძლეოსონიბს, კალათბურთის ტურნირები. არ უნდა დაგვავიწყდეს ამპლუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციაც. მწირი სახსრების მიუხედავად ისინი მაინც ახერხებენ ტურნირების ჩატარებას. ეს კი სერიოზული სტიმულია ტურნირებში მონაწილეთათვის.
მინდა მივულოცო დღევანდელ გამარჯვებულებს, მათ მშობლებს, სპორტის დეპარტამენტს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, საქართველოს სპორტის სამინისტროს და ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას, ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ სპორტული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებაში. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლიდან ჩვენი სპორტსმენები ახალი შემართებით იბრძოლებენ სხვადასხვა სახეობის სპორტულ ასპარეზობებში და არაერთ საპრიზო ადგილს მოიპოვებენ", - განაცხადა ვახტან ყოლბაიამ.