საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 2015 გაიხსნა

24 ნოემბერს, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში „საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 2015" ჩატარდა. ფორუმში 100-მდე ბავშვი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ აფხაზი და ოსი ბავშვებიც.

ფორუმის მუშაობაში ასევე ჩართულნი იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების ახალგაზრდები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ფორუმის მიზანია ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და დევნილი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა, ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ფორუმის ფარგლებში შემუშავდა საპროექტო კონცეფციები, რომელიც წარედგინება დონორ ორგანიზაციებს.

ფორუმს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები.

ვახტანგ ყოლბაიამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშნელობაზე ისაუბრა.