ვახტანგ ყოლბაია ემზარ ცირდავას შემოქმედებით საღამოს დაესწრო

 

კლუბ „ქალაქურში" აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის ემზარ ცირდავას შემოქმედებითი საღამო მოეწყო, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა და მამის ხსოვნას მიეძღვნა.

მოეწყო ემზარ ცირდავას ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

ემზარ ცირდავას ნამუშევრებს კარგად იცნობენ საზღვარგარეთ. მათი ნაწილი დაცულია ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში და ამერიკაში კერძო კოლექციებში.