აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დევნილ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, USAID-ს და არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთის ბიზნესმენთა, ადვოკატთა და ჟურნალისტთა ასოციაცია-კავშირი"-ს მხარდაჭერით დევნილ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვასილ ხორავამ და მინისტრის მოადგილემ ლევან თევზაიამ გადასცეს.

აქციის ფარგლებში, ჰუმანიტარული ტვირთი თბილისის ოთხი კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა და აფხაზეთის უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოება „ჰერა"-ს 150-მდე წევრმა მიიღო.

USAID-მა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დევნილთათვის რამდენიმე ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში არსებულ სხვა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას დაურიგდება.