აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თავმჯდომარეობს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, მათი მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებიან.

სხდომის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოავლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს დაღუპულთა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ ხურციას ხსოვნას.

აგრეთვე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 70 -წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ანგარიში, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკომომიკის მინისტრი ვასილ ხორავა წარადგენს.