აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან საზოგადოებრივი საკონსულტაციო – სათათბირო საბჭო შეიქმნა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, ექსპერტები ბიზნესისა და სამართლებრივ საკითხებში.

შეკრების მიზანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასათან საზოგადოებრივი სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იყო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც დაგროვდა დევნილ საზოგადოებაში, პირველ რიგში ჯანდაცვის და განათლების სფერში არსებულ სიტუაციას, სოციალურად დაუცველთა მდგომარეობას.

ერთ-ერთი საკითხი მთავრობისა და მისი სტუქტურების საქმიანობისათვის სამართლებლივი მხარდაჭერის, კერძოდ საქართველოს საკანონმდებლო ბაზის დევნილთა ინტერესების გათვალისწინებით დახვეწის, ადვოკატირების, ზოგადად კანონშემოქმედებითი მუშაობის შემდგომი გააქტიურების, დევნილთა სწორი ინფორმირებისა და მათი უფლება-მოვალეობების  დაცვის საქმეში.

დამსწრეთა მხრიდან გამოითქვა მზაობა დევნილთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გააქტიურების საქმეში მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდული პრობლემების წინ წამოწევისა და მასში სტუდენტების, მაგისტრანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვის საკითხებზე.

ამ მიზნით საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გაუწევენ კონსულტაციებს მთავრობის წევრებს და სხვადასხვა დარგის ხელმძღვანელებს მართვის სრულყოფის საკითხებზე, ასევე კონცულტაციებს პრობლემატური საკითხების სოციალური და სამართლებრივი ანალიზისა და სათანადო რეკომენდაციების ახალი კანონპროექტების მომზადებისათვის, სათანადო რეკომენდაციების მომზადებასა და შემუშვებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას. საუბარი შეეხო აფხაზეთის ტელევიზიის შექმნის აუცილებლობას, დევნილების აქტიურად ჩართვას საარჩევნო პროცესებში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

საკონსულტაციო სათათბირო საბჭოს შექმნას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. მან გამოთქვა იმედი, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები, საზოგადოებრივ სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად სწორად განსაზღვრავენ პრიორიტეტებს და ერთობლივად უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.