აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები საბერძნეთში გაემგზავრნენ

აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 31 ბავშვი საბერძნეთში  გაემგზავრა. 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები საბერძნეთის რესპუბლიკის ხალკიდიკის მუნიციპალიტეტის დაბა სკიონში  არსებულ  საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ. 

ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება, რომლის  ფარგლებში მათთვისსხვადასხვა სახის ექსკურსია მოეწყობა. დევნილი მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ. 

ბავშვები ორთაჭალის ავტოსადგურიდან აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ გააცილა.