მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპარქიებში მოსალოცად დაბრძანდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული".
აღსანისნავია, რომ დასრულდა ღვთისმშობლის ხატის დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა და 29 ივლისიდან ხატი გადმობრძანდება აღმოსავლეთ საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აცნობებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლს ხატის მოგზაურობის მარშრუტს და განრიგს:
- ურბნისისა და რუისის ეპარქია --- 29 ივლისი - 2 აგვისტო.
ხატი დაბრძანდება - ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში და ურბნისში წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში.
- ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია --- 3 აგვისტო - 8 აგვისტო.
ხატი დაბრძანდება - ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში, ბორჯომის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში და სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.
- სამთავისისა და გორის ეპარქია --- 9 აგვისტო - 14 აგვისტო.
ხატი დაბრძანდება - გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
- ბოლნისის ეპარქია --- 15 აგვისტო - 20 აგვისტო.
ხატი დაბრძანდება - ბოლნისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში და ბოლნისის ცენტრში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.
- ალავერდის ეპარქია --- 21 აგვისტო - 27 აგვისტო.
ხატი დაბრძანდება - ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში.
- მცხეთა-თბილისის ეპარქია - 27 აგვისტო.
ხატი დაბრძანდება - ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტაძარი).