აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ კონფლიქტებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით კონფლიქტებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსი მარინა სალუქვაძე.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ლელა გულედანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო აპარატის დებულება, აგრეთვე ისაუბრა შესრულებულ და შესასრულებელ აქტივობებზე, სამომავლო გეგმებსა და სამინისტროს ხედვებზე, რომელიც კონფლიქტებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ეხებოდა.

შეხვედრის მიზანი იყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალისა და რესურსების, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გამოყენება, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად არიან ჩართული კონფლიქტების შესწავლასა და ამ კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში. მინისტრის აპარატი გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ამ საკითხით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს კონსოლიდირებული და რეალური ნაბიჯების გადადგმა პრობლემის მოგვარებისაკენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა წინადადებები და მოსაზრებები.