აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ცხვარიჭამიაში ჩასახლებულმა დევნილმა ოჯახებმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ცხვარიჭამიაში არსებულ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა მოინახულეს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მცირე მატერიალური დახმარება გაეწიათ და USAID მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული ტვირთი დაურიგდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ აღნიშნულ ობიექტში არსებულ ვითარებას და დევნილთა პრობლემები მოისმინეს.

საქველმოქმედო აქცია აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო.