აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში აფხაზი მოდერნისტი მხატვრის სცენოგრაფისა და წიგნების ილუსტრატორის ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.