სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას დაესწრნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზვამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებმა მიიღეს.