ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პროექტ „Eyes of Cultures“ ფოტონამუშევრების გამოფენა მოეწყო

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა „Dinamik Gelisim Dernegi-მ“ და „ახალგაზრდულმა სივრცემ“ მათ მიერ განხორციელებული პროექტის „Eyes of Cultures“ ფარგლებში შესრულებული ფოტონამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

პროექტის მიზანია თვალსაჩინო გახადოს სომხეთ-თურქეთის, საქართველო-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტები, რათა ჩამოყალიბდეს მშვიდობის საერთო გაგება კავკასიის რეგიონში ფოტოგრაფიის მეშვეობით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფების მიერ პროექტის ფარგლებში, საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში გადაღებული ფოტოები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნდობის აღდგენისა და შერიგების მინისტრი დავით გვაძაბია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.