აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ „ბიზნესინკუბატორს” ეწვია.
პროექტის მიმდინარეობის პროცესი მთავრობის ხელმძღვანელს „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა – ალუ გამახარიამ გააცნო. მიმდინარე პროექტი მცირემიწიანი დამწყები ფერმერებისთვის სასწავლო სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობის მოწყობას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის მშენებლობა.
პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა.
შეხვედრას ესწრებოდა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.