აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს რეგიონებში სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით 23 მაისს ,,აფხაზეთობა" სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მაცხოვრის კარის სახელობის ეკლესიაში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ზუგდიდის რაიონი სოფელი რუხში, ენგურის ხიდთან  აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სამშვიდობო მსვლელობა მოეწყო. ენგურის ხიდთან მსვლელობის მონაწილეები „მეც აფხაზი ვარ" აფხაზურ ენაზე დაწერილი სლოგანებით მივიდნენ. აფხაზეთიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა საკუთარ ეზოში დაკრეფილი ყვავილები სამშვიდობო აქციის მონაწილებს  დაურიგა. ,,აფხაზეთობის'' დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება შ. დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმო კონცერტით დასრულდა.

იმერეთში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელძღვანელმა და თანამშრომლებმა  გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორილთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. წირვა-ლოცვა აღევლინა ქუთაისის წმინდა მოწამე დოსითეოს წერეთლის სახელობის ტაძარში.  „აფხაზეთობის " დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის №6 საჯარო და №5 საჯარო სკოლებში აფხაზეთის თემაზე ღია გაკვეთილები ჩატარდა , მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ქალაქ რუსთავში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობამ აღმოსავლეთ საქართველოში და ქვემო ქართლის ვეტერანთა საქმეების სამმართველოს წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დადგინდა.