აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

,,აფხაზეთის დღეს’’ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თბილისის მთავრობის წევრებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მომორიალი გვირგვინით შეამკეს

„აფხაზეთობის" დღესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, ქალაქ თბილისი მერმა დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის  მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილმა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა, ქალაქ თბილისისა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდა დევნილმა საზოგადოებამ გვირგვინით შეამკეს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. გადაიხადეს დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი.

09:00 საათზე კი სიონის საკათედრო ტაძარში მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინა. წირვას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე და აფხაზეთის სტრუქტურის თანამშრომლები დაესწრნენ.

23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დაწესდა.

ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით სახალხო ზეიმი ,,აფხაზეთობა" თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.