დღეს, „თბილისი მარიოტში“ სახალხო დამცველის, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის, დევნილთა ქსელი „სინერგიას“ და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე - ,,საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტების დარეგულირებაში: მთავრობისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა’’.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლება, კერძოდ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, პარლამენტის წევრმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირებისა და დევნილთა საკითხებზე მუშაობენ.
კონფერენციაზე ყურადღება ორ ძირითად თემატიკაზე გამახვილდა. კერძოდ, კონფლიქტიურ რეგიონებში ადამინიას უფლებების დაცვასა და კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა კომპლექსურად განიხილეს ამ მიმართულებით არსებული პრობლემური საკითხები.
გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრებს აქვს დიდი მნიშვნელობა, რათა შეჯერდეს ერთიანი პოზიციები ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტების დარეგულირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა მოკლე ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და მიმიდნარე პროექტების შესახებ. მისი თქმით, ის მიესალმება მსგავსთავყრილობებს და აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის მზადაა ნებისმიერ სტრუქტურასა თუ ორგანიზაციას თანამშრომლობისათვის.
„დღეს ამ წარმომადგენლობით შეხვედრაზე მოწვეული სტუმრის რანგში ვიმყოფები. კონფლიქტების მოგვარების საკითხი ძალიან აქტუალური და მტკივნეულია საქართველოსთვის. მთავარია, რომ ასეთ შეხვედრებს რეალური შედეგები მოყვეს დამოხდეს იმ საკითხების, იდეების და წინადადებების იმპლემენტაცია, რომელზეც დღეს კონფერენცია თბილისი მარიოტში 3ვმსჯელობთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, ვინ ესწრებიან ამ კონფერენციას, დარწმუნებული ვარ, თავს დავაღწევთ გაყინული კონფლიქტის მდგომარეობას და ადგილიდნ დაიძვრება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ჩვენ შორის ნდობის აღდგენის პროცესი. აფხაზეთის მთავრობა მზადაა ყველა საკითხში აქტიური მონაწილეობისთვის, რაც კონფლიქტის მოწესრიგებას წაადგება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადავდგით აფაზების მხრიდანადამიანის უფლებების დარღვევისა და საგანმანათლებლო პრობლემების საკითხებში. იმედი გვაქვს, ყველა სტრუქტურებთან თანამშრომლობა დღევანდელი შეხვედრის გათვალისწინებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხორციელების გზით წაგვიყვანს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.