შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ჟიული შარტავას 70 წლისადმი მიძღვნილი დასკვნითი საიუბილეო საღამო გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
საღამოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთისა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები დაესწრნენ.
რუსთაველის დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა.
საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო.