აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 4-7 მარტს ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში სკოლებში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის გაიმართა ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი თხზულებებისა და ნახატების კონკურსი, ჩატარდა კონფერენცია თემაზე „და მაინც რა არის სამშობლო", მრგვალი მაგიდა: „სოხუმის უკანასკნელი გმირები", პრეზენტაცია - „ჟიული შარტავა ქართული სახელმწიფოებრიობისათვის მებრძოლი რაინდი". ასევე მოეწყო ჟიული შარტავას სახელობის ტურნირები მინი ფეხბურთში და ჭადრაკში.
ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის ა/რ მთავრობის საჯარო სკოლებში დასკვნითი ღონისძიებებით დაიხურა, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის საჯარო სკოლების შემოქმედებითმა კოლექტივებმა მიიღეს.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის ა/რ მთავრობისა ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მხარდაჭერით ჩატარდა.