აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „სოლიდარობის ფონდი" და მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" 30 დეკემბერს მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს. აქციის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ 90 წელს გადაცილებულ დევნილებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, საერთო ჯამში 300-დე ოჯახს წინასაახალწლოდ საშობაო ნობათი გადაეცემა.
საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში ჩართულია კავკასიის ახალგაზრდული ალიანსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები და სასწავლო დაწესებულებები.
პროექტის ინიციატორებია ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი. პროექტში აქტიურად ჩართულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა უწყების თანამშრომელი.