აფხაზეთის მთავრობამ მათემატიკის ოლიმპიადა ,,ევერესტის’’ აფხაზეთის მასშტაბით გამარჯვებული მოსწავლე დააჯილდოვა

28 დეკემბერს, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტ''-ში მათემატიკის ოლიმპიადა ,,ევერესტის'' გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.

,,ევერესტის''ოლიმპიადის შემოდგომა-ზამთრის სეზონში, პირველ სასკოლო ტურში მონაწილეობა პირველად მიიღო გალის რაიონის სკოლების III-VI კლასების 200-მდე მოსწავლემ. მეორე ტურში, რომელიც ჩატარდა ქალაქ ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის ბაზაზე, 125 ბავშვი მონაწილეობდა. ,,ვერცხლის ათეულში'' აფხაზეთის მასშტაბით გამარჯვებულმ მესამე კლასელმა მიხეილ შარიამ მათემატიკის ოლიმპიადა ,,ევერესტის'' სიგელი და ფასიანი საჩუქრები მიიღო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გამარჯვებულ მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტი გადასცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი გია გვასალია და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.