აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით ბორჯომში 20-მდე აფხაზეთიდან დევნილი დასაქმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის ინიციატივით ბორჯომის ხეობაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები 20-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდა. ისინი ბორჯომ-ხარაგაულის ხე-ტყის განაშენიანების პროექტში ჩაერთვებიან.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობის დასაქმება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელშეყობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

მიმდინარეობს მუშაობა, რათა დევნილები მომავალშიც ჩაერთონ ხე-ტყის მოვლის პროცესში როგორც ბორჯომ-ხარაგაულის რაიონში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.