ხობში დევნილთა სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით 20 დეკემბერს ქ.ხობში შ.პ.ს. „მკურნალის" ბაზაზე ჩატარდა დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევები.

აქციის ფარგლებში დევნილებმა უფასოდ მიიღეს თერაპევტის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგისა და ქირურგის კონსულტაციები, პაციენტებს ასევე ჩაუტარდათ უფასო ულტრა ბგერითი გამოკვლევები, მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები და დაურიგდათ გარკვეული სახის მედიკამენტები.

აქციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წევრები.