კინოთეატრ „რუსთაველში“ დევნილი ბავშვები უფასო კინოჩვენებას დაესწრნენ

11 დეკემბერს, კინოთეატრ „რუსთაველში" დევნილი ბავშვებისათვის 3D ფორმატში უფასო კინოჩვენება გაიმართა.

საქველმოქმედო აქციაში ამჯერად ქ.რუსთავის ყოფილი სტუ-ს შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 მდე მოზარდი მონაწილეობდა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ააიპ „კავკასიონის სინერგიას " მხარდაჭერით გაიმართა.

კინოჩვენების დასრულების შემდეგ ბავშვებს ლანჩით გაუმასპინძლდნენ. მსგავსი სახის აქციების გამართვა მომავალშიც იგეგმება.