აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ. ხელმოწერის ცერემონია აფხაზეთის მთავრობაში გაიმართა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის საგანმანათლებლო პროცესში თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარებას, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის უცხო ენათა (ინგლისური,რუსული, გერმანული, ესპანური, თურქული) კურსების უფასოდ შეთავაზებას IBSU -ს ენათა სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურებში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადებას.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთათავის უცხო ენების სწავლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დევნილი მოსახლეობის დასაქმებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.