აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ზუგდიდის რაიონში ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცათ. დახმარება სულ 160-მა ოჯახმა მიიღო.
ჰუმანიტარული ტვირთი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს, ტექნიკური კოლეჯის ყოფილ შენობასა და ე.წ. ვექტორის შენობაში ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ გადასცა. მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემებიც მოისმინა.