აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საკავშირო კატეგორიის მსაჯის, აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ დარახველიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნორჩ კალათბურთელთა ტურნირი - „ჩვენ გვიყვარს კალათბურთი" ჩატარდა.
ტურნირი კალათბურთში 29-30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტული ცენტრის დარბაზში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სოხუმის, თსსუ-ს მართვე-სა და შსს-ს გუნდებმა მიიღეს.
ფინალური შეხვედრები 30 ოქტომბერს გაიმართა. საპრიზო ადგილები გამარჯვებულ გუნდებს შორის შემდეგნაირად განაწილდა:
პირველი ადგილი - შსს-ს გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე - სოხუმის გუნდი გავიდა, მესამე და მეოთხე ადგილები „მართვემ" და თსსუ-ს გუნდებმა გაინაწილეს.
ტურნირში მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით. სპეციალური პრიზები ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს გადაეცათ.
ფინლურ შეხვედრას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტი კახა შენგელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და ნოდარ დარახველიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.