გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში სახელმწიფო ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების „სადემონსტრაციო საფუტკრის" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი მეფუტკრეები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მეფუტკრეებმა პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საფუტკრის საქმიანობის პრინციპები და ტექნოლოგიები, განიხილეს მეფუტკრეობაში არსებული პრობლემები და დასახეს საფუტკრის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილ მეფუტკრეთა პირველი კოოპერატივის შექმნისა და მიღებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხები.
ღობისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.