აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

17 ოქტომბერი ვეტერანების დღედ გამოცხადდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 17 ოქტომბერს „ვეტერანების დღე" დაარსდა. ამასთან დაკავშირებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „დენდრო პარკში" საზეიმო ღონისძიება გამართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და დაღუპული ოჯახების წევრებმა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი, ბავშვთა ანსამბლი „მართვე" და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ოფიცერთა ქართული ფოლკლორული სიმღერის ანსამბლი „მშვიდობა".

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ინიცვიატივით გაშენდება „ვეტერანის პარკი, სადაც დღეს სიმბოლურად დაირგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების დროს დაღუპული გმირების ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას, გოჩა ყარყარაშვილის და ზალდასტანიშვილების სახელობის ხეები.