ქალაქ თბილისში განთავსებულ "ცხიმ - კომბინატის" კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს „მობილური ბიბლიოთეკა" ეწვია.
პროექტის მიზანია დევნილ მოზარდებში წიგნების კითხვის სურვილისა და სამოქალაქო განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო პროცესისადმი ინტერესის გაღვივების ხელშეწყობა.
ბიბლიოთეკა 600-ზე მეტი დასახელების წიგნს მოიცავს. დევნილ ახალგაზრდებს ძვირადღირებულ წიგნებსა და უახლეს გამოცემებზე ექნებათ წვდომა. „მობილური ბიბლიოთეკა" მთელი წლის განმავლობაში რეგიონებშიც იმოგზაურებს.
აქციის ფაარგლებში, ორგანიზაციამ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" საგზაო უსაფრთხოების წესების პრეზენტაცია გამართა.
აქცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.