აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირ „სამშობლოს" მიერ აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. ვეტერანებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მესხმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ, მწერალმა რევაზ მიშველაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
ღონისძიებას მხატვრულად აფორმებდნენ თბილისის ილია მართლის სახელობის საპატრიარქოს სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.