დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაცია - „მოსახლეობის განვითარების ალიანსი" და ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივების" ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სამართლებრივი საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
კონფერენციის მუშაობაში მონაწილოებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სხვა ევროპული ქვეყნებიდან.
აღნიშნა რა კონფერენციის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების საქმეში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების მიზანშეწონილობაზე, ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებიც ზოგადად ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას.