2014-04-12 |
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია და თამარ კორძაია სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია სასტუმრო „ქართლში" მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ, საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინსიტრი ვასილ ხორავა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია დაესწრნენ.