აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი ბარამიას ინციატივით სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილი ოჯახების შვილები აჭარაში დაისვენებენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინციატივით, სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილი ბავშვები, აჭარაში, კვარიათში სასწავლო წლის დაწყებამდე დაისვენებენ.  ,,ფოცხოეწერში სტუმრობისას ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის აჭარაში დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა. ბავშვებმა მითხრეს, რომ ჯერ ზღვა არ უნახავთ.  მათი თხოვნის შემდეგ გარკვეული რესურები მოვიძიე და ფოცხო-ეწერიდან 10 ბავშვი სასწავლო წლის დაწყებამდე კვარიათში დაისვენებს," - განაცხადა გიორგი ბარამიამ მარტვილში, ჟურნალისტებთან საუბრისას.  მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბავშვებს სხვა კომპაქტური ჩასახლებებიდანაც შეარჩევენ. 5 სექტემბერს აჭარაში სულ 25 ბავშვი გაემგზავრება. გიორგი ბარამია სამეგრელოს რეგიონს 30 აგვისტოს ეწვია. მან წალენჯიხის, ფოცხოეწერის, მარტვილისა და ჩხოროწყუს კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მოინახულა. დევნილებს ადგილზე ჩაუტარდათ  უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები. მათ ასევე გადაეცათ  მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება.