აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს აფხაზეთიდან დევნილ გვალიების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ვახტანგ ყოლბაიამ მოისმინა სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემები, სადაც 7 არასრულწლოვანი იზრდება. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საკვებ პროდუქტებთან ერთად პატარებს სათამაშოები გადასცა. უახლოეს მომავალში აფხაზეთის მთავრობა გვალიების აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარებასაც გამოუყოფს.
გვალიების ოჯახში იმყოფებოდნენ ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია და წარმომადგენლობის თანამშრომლები.