რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორის" სპექტაკლის პრემიერა წარადგინა.
პრემიერას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კილტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
„ნავიგატორი" 200-ზემეტი ქვეყნის 1000-მდე პიესიდან შეირჩა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე მთავარი ჯილდო მიენიჭა. პიესა გასული წლის ზაფხულში BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
სპექტაკლის რეჟისორი დავით საყვარელიძეა, რეჟისორის თანაშემწე სვეტლანა გოგოხია; მონაწილეობენ: ლილი ხურითი, ბადრი ბეგალიშვილი, გიორგი გასვიანი, ნანა ხურითი, ედემ ხვიჩია, ნიკოლოზ წერედიანი, დავით ბერაძე, ბესარიონ ქარჩავა, იზოლდა ბოკუჩავა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამნისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით.