ინვალიდ-ამპუტანტ სპორტსმენთა შორის მინი-ფეხბურთში და ნარდში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, არენა-1 სპორტკომპლექსში, ინვალიდ-ამპუტანტ სპორტსმენებს შორის მინი ფეხბურთსა და ნარდში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა.

ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობა აფხაზეთის, თბილისის, გორისა და ზესტაფონის გუნდებმა მიიღეს. I ადგილი - თბილისის, II - ზესტაფონის და III - აფხაზეთის გუნდმა მოიპოვა, ხოლო ნარდში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - თბილისი, II - ზესტაფონი, III - გორი.

ფეხბურთის ტურნირზე და ნარდის შეჯიბრში გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფეხბურთის ბურთებით დააჯილდოვეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმა ჯაიანმა, პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა რევაზ რევაზიშვილმა და საქართველსო ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან ბაქარძემ.

ტურნირის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ფეხბურთელთა ჩართვა აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში, ფეხბურთის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.