ზუგდიდში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანებისთვის 2 და 3 აგვისტოს სამედიცინო პროფილაქტიკური-გამოკვლევები ჩატარდა. პროგრამა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ "ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
,,მედიკი 2009"-ის დაწესებულებაში სხვადასხვა ეხოსკოპიური და ლაბორატორიული გამოკვლევები 100-მდე ომის ვეტერანმა უფასოდ ჩაიტარა. ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებმა თერაპევტის, კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ოთალმოლოგების კონსულტაციები მიიღეს.
მემორანდუმის ფარგლებში, სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები კლინიკია ,,ენმედიცის" მიერ უკვე ჩაუტარდათ თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან და ომში დაღუპულთა დედებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გურჯაანსა და ბორჯომში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკა ,,ენმედიცის" ორგანიზებით უფასო სამედიცინო-გამოკვლევებით ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები დევილებიც ისარგებლებენ.