აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურმა გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს უფროსმა დავით ღვინჯილიამ და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წევრებმა გენო ადამიას 80 წლისთავთან დაკავშირებით ქართველი გენერალ-მაიორის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ქართველი გენერალ-მაიორი გენო ადამია საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. ის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელია.

ღონისძიება ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის სამმართველოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.