აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამედიცინო გამოკვლევები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარდა

22-23 აპრილს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თხოვნით, კახეთის რეგიონში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), განხორციელდა უფასო სამედიცინო გასინჯვები.

სულ გაისინჯა 200- მდე ბენეფიციარი. სამედიცინო გამოკვლევები საგარეჯოში დევნილებს საკუთარ ჩასახლებაში ჩაუტარდათ, რამაც ხელი შეუწყო გამოკვლევების ხელმისაწვდომობას მათთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი  სპეციალისტი, დერმატოლოგი და  ლაბორანტი.

დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (ულტრასონოსკოპია და ელექტროკარდიოგრაფია) ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ქეთევან ბაკარაძე უწევდა.